კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 14 ოქტომბერი
1. ვინ ვართ
CodeQuest არის სასწავლო თამაში, რომელიც ბავშვებს პროგრამირებას ასწავლის (codequest-lazare.vercel.app, კომპიუტერის პროგრამა და ტელეფონზე დაყენებული ვერსია). ეს პოლიტიკა ხსნის, რა მონაცემებს ვამუშავებთ და რატომ.
2. ანგარიშის გარეშე
თამაში ანგარიშის გარეშეც მუშაობს. მაშინ პროგრესი (ლეველები, XP, მიღწევები, ბიტის ნივთები) და პარამეტრები ინახება მხოლოდ შენს ბრაუზერში ან მოწყობილობაზე (localStorage) და ჩვენს სერვერზე არ იგზავნება.
3. ანგარიშით
- მომხმარებლის სახელი, რომელსაც თავად ირჩევ.
- პაროლი და აღდგენის კოდი. მათ ღიად არ ვინახავთ, მხოლოდ დაშიფრულ ჰეშს (scrypt), რომლიდანაც პაროლს ვერავინ აღადგენს.
- ელფოსტა — მხოლოდ იმისთვის, რომ დავადასტუროთ, რომ შენია, და დავიწყებული პაროლის აღდგენის ბმული გამოგიგზავნოთ. სხვა წერილებს არ ვაგზავნით და ელფოსტას არავის ვუზიარებთ. მას ანგარიშში ნებისმიერ დროს შეცვლი. 13 წლამდე ბავშვის ანგარიშზე მშობლის ელფოსტა ჩაწერეთ.
- თამაშის პროგრესი: ლეველები, XP, მიღწევები, ბიტის ნივთები, პარამეტრები, ჩანაწერები და Pro-ს ლიცენზიის კოდი (თუ გაქვს). ეს საჭიროა, რომ ყველა მოწყობილობაზე ერთი პროგრესი გქონდეს. კომპიუტერის პროგრამაში პროგრესი მხოლოდ კომპიუტერში ინახება: სერვერზე მიდის მხოლოდ მოკლე შეჯამება (XP, გავლილი ლეველების და ვარსკვლავების რაოდენობა, დღის სერია, ენა).
- სკოლის („ისწავლე კოდინგი“) პროგრესი: დასრულებული თავები, ქვიზების შედეგები, სანიშნეები და შენი პირადი შენიშვნები (სკოლა Pro-ს ნაწილია). კომპიუტერის პროგრამაში ეს მხოლოდ კომპიუტერში ინახება.
- სესიის ნიშანი. შესვლის შემდეგ მოწყობილობაზე ინახება; სერვერზე — მხოლოდ მისი ჰეში. მოქმედებს 60 დღე ან გასვლამდე.
4. კლასები
თუ კლასს შეუერთდები, კლასის მასწავლებელი დაინახავს შენს სახელს, XP-ს, გავლილ ლეველებს და ვარსკვლავებს, ენების პროგრესს, ახლანდელ ლეველს, დღის სერიას და ბოლო აქტივობის თარიღს. კლასელები დაინახავენ მხოლოდ შენს სახელს და XP-ს (კვირის რეიტინგში). კლასიდან ნებისმიერ დროს შეგიძლია გახვიდე.
5. ანონიმური სტატისტიკა
თამაშის გასაუმჯობესებლად ზოგიერთი სესიიდან ვაგროვებთ მხოლოდ შემდეგს: ლეველის ნომერს, შეცდომების რაოდენობას და გაიარე თუ არა. სახელი, ანგარიში და მოწყობილობის მონაცემები არ იგზავნება. ასე ვიგებთ, რომელი ლეველია ძალიან რთული.
საიტის ვიზიტებს ითვლის Vercel Web Analytics: რომელი გვერდი გაიხსნა, საიდან მოხვდი საიტზე, ქვეყანა, მოწყობილობის ტიპი და ბრაუზერი. ის cookie-ს არ იყენებს, ვიზიტორებს სხვა საიტებზე არ ადევნებს თვალს და შენს სახელს ან ანგარიშს არ ხედავს.
6. გადახდები (Pro)
Pro-ს ყიდვას ამუშავებს Dodo Payments. ბარათის მონაცემები ჩვენამდე არ მოდის. ყიდვის შემდეგ ვიღებთ მხოლოდ ლიცენზიის კოდს: ვამოწმებთ და შენს ანგარიშს ვაბამთ. ვინახავთ კოდის ჰეშს (არა თავად კოდს) და ანგარიშის სახელს, რომ ერთი ლიცენზია ერთ ანგარიშზე მუშაობდეს. გადახდის მონაცემებზე ვრცელდება Dodo Payments-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
7. სად ინახება მონაცემები
- Vercel — საიტის ჰოსტინგი. მისი სერვერის ჟურნალებში ჩანს IP მისამართი, ისევე როგორც ნებისმიერ საიტზე.
- Upstash (Redis მონაცემთა ბაზა, ევროპა — ფრანკფურტი) — ანგარიშები, პროგრესი და კლასები.
- Dodo Payments — მხოლოდ გადახდები.
- Resend — წერილების გაგზავნა codequest.space-დან (ელფოსტის დადასტურება და პაროლის აღდგენა). მას გადაეცემა მხოლოდ ელფოსტის მისამართი და წერილის ტექსტი.
შესვლის და რეგისტრაციის მცდელობების შესაზღუდად IP მისამართი დროებით, შიფრული ჰეშის სახით ინახება (საათამდე). ეს იცავს ანგარიშებს პაროლის გამოცნობისგან.
8. სხვა სერვისების კონტენტი
თამაში ჩატვირთავს შრიფტებს Google Fonts-იდან და კოდის ბიბლიოთეკებს cdnjs-იდან. Pro-ს სტუდიაში ვიდეოები ჩასმულია YouTube-იდან (youtube-nocookie.com), და მათზე YouTube-ის წესები მოქმედებს. ამ მოთხოვნებისას შენი IP მისამართი ამ სერვისებსაც უჩანთ.
9. რას არ ვაკეთებთ
- არ ვითხოვთ ტელეფონს, მისამართს ან ფოტოს; ელფოსტას — მხოლოდ პაროლის აღსადგენად, და სარეკლამო წერილებს არ ვაგზავნით.
- არ ვაჩვენებთ რეკლამას და არ ვიყენებთ თვალთვალის cookie-ებს.
- არ ვყიდით და არ ვუზიარებთ მონაცემებს რეკლამის კომპანიებს.
- არ გვაქვს ჩატი და მოთამაშეებს შორის პირადი მიმოწერა.
10. ბავშვები
CodeQuest ბავშვებისთვის შეიქმნა, ამიტომ ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც თამაშს სჭირდება. 13 წლამდე ბავშვმა ანგარიში მშობელთან ერთად უნდა შექმნას, მშობლის ელფოსტით. სახელად ნუ გამოიყენებ ნამდვილ სახელსა და გვარს ერთად. მშობელს შეუძლია ბავშვის ანგარიში თამაშშივე წაშალოს.
11. შენახვის ვადა და წაშლა
- ანგარიშის წაშლა: თამაშში „👤 ანგარიში → ანგარიშის წაშლა“. წაიშლება ანგარიში, ელფოსტა, პროგრესი, შეჯამება და შენი შექმნილი კლასები, მაშინვე.
- ამ მოწყობილობის მონაცემები: „პარამეტრები → პროგრესის განულება“ ან ბრაუზერში საიტის მონაცემების წაშლა.
- ანგარიში ინახება, სანამ არ წაშლი.
12. უსაფრთხოება
კავშირი დაცულია (HTTPS), პაროლები და კოდები მხოლოდ ჰეშის სახით ინახება, მცდელობები შეზღუდულია. მოთამაშის კოდი თამაშში იზოლირებულად სრულდება და ბრაუზერის სხვა ნაწილებთან წვდომა არ აქვს.
13. ცვლილებები და კონტაქტი
თუ პოლიტიკა შეიცვლება, ამ გვერდზე განახლების თარიღი შეიცვლება. კითხვებისთვის მოგვწერე: github.com/lazarepataraia910-jpg/fanycod/issues.